სასწავლო პროექტი

სასწავლო პროექტი

1.      პროექტის სახელწოდება :   როგორ იწყებოდა და ვითარდებოდა გეომეტრია?

2.      პროექტის მთავარი იდეა (თემა): ცნობარების, მითითებული ლიტერატურის , ინტერნეტის  გამოყენებით , შეაგროვეთ მასალა შემდეგი თემატიკით : გეომეტრიის ჩასახვის პერიოდი (ძველი ეგვიპტე) , გეომეტრია ძველ  საბერძნეთში (პლატონის , არისტოტელეს წყვილი) , ევკლიდეს  „საწყისები“ , პარალელურობის აქსიომის ისტორია , ელემენტალური გეომეტრიის  პირველი სახელმძღვანელოები , ჰილბერტის  აქსიომატიკის ,  მოკლე მიმოხილვა ,  სხვადასხვა გეომეტრიების აღმოჩენა,  აქსიომის შესახებ შეხედულების  ანალიზი.

3.      პროექტის აქტუალობა: მეტი ცოდნის მიღება ხდება გეომეტრიის შესახებ.

4.      პროექტის მიზნები: ინფორმაციის მოძიების , მათი ანალიზისა და დახარისხების ,პრეზენტაციის , ურთიერთთანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარება.

5.      მონაწილეთა ასაკი : 15-16 წელი

6.      ვადები : 3 დღე

7.      მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც  შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს შეუძლიათ ინტერნეტის, მითითებულული  ლიტერატურის გამოყენებით მასალების შეგროვება. გუნდთან ერთად მუშაობა და პრობლემის გადაჭრა.

8.      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
ლიტერატურა:  
1)  ლ.გოკიელი, მათემატიკის საფუძვლები, თბილისი ,1958
2) თ.ვეფხვაძე.მათემატიკის რჩეული თავები,თბილისი ,1997
3) ა.ფხაკაძე. გეომეტრიის საფუძვლები,თბილისი ,1961
 4) ა.ხარაზიშვილი. მათემატიკის ესკიზები, ნაწილი 1, თბილისი,2007
5) გ.გოგიშვილი, თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ქურჩიშვილი,მათემატიკა  x კლასი

9.      პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
·         მოსწავლეები ირჩევენ მათთვის საინტერესო თემას ,  ხდება  ჯგუფის დაკომპლექტება და კონკრეტული დავალებების გადანაწილება. 

·         წარმართავენ პრეზენტაციას კლასის წინაშე.     

                                           პროექტის შეფასება:     

შეფასების კრიტერიუმები
დაბალი
(5-6 ქულა)
საშუალო
(7-8 ქულა)
მაღალი
(9-10 ქულა)
ჩართულობა
ნაკლებათ იყო ჩართული პროექტის შესრულებაში
უჭირს ყველა აქტივობაში ჩართვა
აქტიურად არის ჩართული , თანამშრომლობს ჯგუფის ყველა წევრთან
ინფორმაციის, მოძიება ,დამუშავება, წარმოდგენა
დამოუკიდებლად არ შეუძლია ინფორმაციის მოძიება და დამუშავება
ეძებს ინფორმაციას,
მაგრამ უშვებს გარკვეულ შეცდომებს,  მათ დახარისხებაში
კარგად ფლობს ინფორმაციის მოძიების, დამუშავების და წარმოდგენის უნარს
შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია
დამოუკიდებლად უჭირს პრეზენტაციის გაკეთება
ახერხებს პრეზენტაციის გაკეთებას, მაგრამ აქვს ხარვეზები
სრულყოფილად აკეთებს პრეზენტაციას

10.  საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:          მათემატიკა

მოსწავლეს შეუძლია  გამოიყენოს ეროვნული სასწავლო გეგმის  9  გამჭოლი კომპედენციიდან ერთ-ერთი  კერძოდ „ციფრული წიგნიერება“

11.  პროექტის ხელმძღვანელი:  მაია ვარდიაშვილი

12.  ხელმძღვანელის  ვებ-გვერდი/ბლოგი:      vardiashvilimaia@gmail.com/ vardiashvilimaia.blogspot.com 

No comments:

Post a Comment