გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა - მართკუთხა სამკუთხედის მახვილი კუთხის სინუსი,  კოსინუსიტანგენსი  და  კოტანგენსი



გაკვეთილის მთავარი თემა
მართკუთხა სამკუთხა სამკუთხედის მახვილი კუთხის სინუსი,  კოსინუსი, ტანგენსი და კოტანგენსი
საგანი/პედაგოგი
მათემატიკა/მაია ვარდიაშვილი
სწავლის საფეხური/კლასი
მეორე საფეხური/მერვე კლასი
მოსწავლეთა პროფილი
14 მოსწავლე/ განსაკუთრებული საჭიროების 1 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

  •           თემა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მოსწავლეები გაეცნობიან მართკუთხა სამკუთხედში მახვილი კუთხის სინუსის, კოსინუსის, ტანგენსის და კოტანგენსის ცნებებს.
  • გამოიყენებენ მათ ყოველდღიურ საქმიქნობებში.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
·         მოსწავლეს შეუძლია მახვილი კუთხის სინუსის, კოსინუსის, ტანგენსის და კოტანგენსის გამოთვლა ცხრილების მეშვეობით.
·         დამოუკიდებლად ხსნის ამოცანებს და მაგალითებს.
·         სრულყოფილად იცოდეს რისი ტოლია მართკუთხა სამკუთხედში α კუთხის მოპირდაპირე და მიმდებარე  კათეტის შეფარდება ჰიპოტენუზასთან.
·         იცოდეს რისი ტოლია მოპირდაპირე კათეტის შეფარდება მიმდებარესთან და მიმდებარის მოპირდაპირესთან.
წინარე ცოდნა
·         კუთხის ცნება. მართი, მახვილი, ბლაგვი და გაშლილი კუთხეები.
·         სამკუთხედის კლასიფიკაცია კუთხეების მიხედვით: მატთკუთხა, მახვილკუთხა , ბლაგვკუთხა.
·         მართკუთხა სამკუთხედში კათეტებისა და ჰიპოტენუზის განმარტების ცნება.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები ფასდებიან წინასწარ შედგენილი შეფასების სქემის საშუალებით.
გამოყენებული  სასწავლო მასალა და რესურსი
ცარცი, დაფა, კალამი, რვეული, სახელმძღვანელო, კომპიუტერი,  პროექტორი.
გაკვეთილის შეფასება და მენეჯმენტი
Aფაზა/გამოწვევა
მისალმება და დასწრების აღრიცხვა - 2წთ.
საშინაო დავალების შემოწმება- 3წთ.
წინარე ცოდნის გააქტიურება - 5 წთ.

·         გაკვეთილის ახსნა მასწავლებლის მიერ, რომელიც გულისხმობს სინუსის, კოსინუსის , ტანგენსის და კოტანგენსის შემოტანას და მათ ჩაწერას მათემატიკური სიმბოლოებით.
·         30°, 45°, 60° კუთხეების სინუსის, კოსინუსის, ტანგენსის და კოტანგენსის  მნიშვნელობების  გამოთვლა.
·        
ძირითადი ტრიგონომეტრიული იგივეობების წარმოდგენა გააზრება. 
        sin2 a+cos2 a=1
15წთ.


B ფაზა/ცოდნის კონსტრუირება

·         ზემოთ აღნიშნული ფორმულების გამოყენებით მაგალითების ამოხსნა მოსწავლეთა მიერ, მასწავლებლის დახმარებით- 10 წთ.

 C  ფაზა/რეფლექსია

·         ჯგუფური მუშაობა თემასთან დაკავშირებით- 5 წთ.
·         მასწავლებლის მიერ  მოსწავლეთა შეფასება , შეფასების რუბლიკის  დახმარებით- 3 წთ.
·         საშინაო დავალების მიცემა თეორიულ მასალას + # 1-10 ჩათვლით- 2 წთ.

No comments:

Post a Comment